16-11-2017
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები განახლდება.
„ბულვარის მაშტაბით ამორტიზირებული და დაზიანებული სპორტული ტრენაჟორები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სავარიშო ინვენტარით უნდა შეიცვალოს.
გარდა ამისა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარჯიშო ტრენაჟორების ახალი მოედანი, დამატებით კიდევ ორ ლოკაციაზე -ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში მოეწყობა, რომლის მონტაჟის სამუშაოები უკვე დაწყებულია“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.
ოფიციალური ინფორმაციით, განახლებული სავარჯიშო ტრენაჟორების კომპლექსი უკვე ფუნქციონირებს სასტუმო „კემპინსკი“-ს მიმდებებარე ტერიტორიაზე. სამუშაოები ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება. სავარჯიშო სპორტული კომპლექსისა და ტრენაჟორების შეძენისათვის ბულვარის ბიუჯეტიდან 78 700-ლარი გამოიყო.
ბულვარის ადმინისტრაციის თქმით, გარდა ახალი სავარჯიშო მოედნების მოწყობისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ძველ ბულვარში არსებულ ბავშვთა გასართობ მოედანსაც. „ძველი საბავშო ატრაქციონები სხვადასხვა სახეობის ახალი ატრაქციონებით ჩანაცვლდება და განახლდება მოედნის საფარი, რომელიც საბავშვო თემატიკის დეკორაციებით მოიხატება. ამ ეტაპისათვის, ბავშვთა კუთხეში ძველი გასართობი ატრაქციონების დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს. საბავშვო ატრაქციონის შეძენა-მონტაჟი შპს „ჯეო პარკმა“ უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 108 850-ლარია გამოყოფილი“.
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"