გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლაშა ნაცვლიშვილი: კოჰაბიტაციის დაშვებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ელექტორალური ფასი გადაიხადა

15-04-2020


„ძალიან ხშირად ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ადამიანი რომელსაც შევუნდეთ და ვაპატიეთ, მოტრიალდა და ზურგში ლახვარი ჩაგვარტყა. გვიფიქრია, მაშინ უნდა გამეგლიჯაო, მაგრამ შემდეგ, რომ დაფიქრდები და სიცხელე გაგივლის ხვდები, ვერ იზამდი და აპატიებდი - განაცხადა „ქართული ოცნების“ კონსულტანტია საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“.
გადაცემის წამყვანმა ლაშა ნაცვლიშვილის ვიდეობლოგიდან ბიძინა ივანიშვილის ის ფრაზა გაიხსენა, სადაც იგი ოპოზიციის მისამართით ამბობს - ჩვენ არ მოგექცევით ისე, რასაც იმსახურებთ, ჩვენ მოგექცევით ისე, როგორც ეს ეკადრება ჩვენს კულტურას და ჩვენს ხალხს.
ვალერიან გორგილაძის თქმით, დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც ეს შფოთი, აგრესია, არსებობდა, ამ ფრაზით ბიძინა ივანიშვილმა ეს შეაჩერა.
ლაშა ნაცვლშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა კოჰაბიტაციის დაშვებისთვის დიდი ელექტორალური ფასი გადაიხადა.
„დიდი ელექტორალური ფასი გადაიხადა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა კოჰაბიტაციის დაშვებისთვის. მაგრამ ის დრო, რომ მოტრიალდეს დარწმუნებული ვარ ისევ ისე იზამდა და ის ერთადერთი სწორი გზა იყო. რადგან მხოლოდ ასე იკურნება სენი, რომელიც ჩვენ შევიყარეთ. მიხეილ სააკაშვილიც მთელ საქართველოს დაგვემართა. მიუხედავად იმისა ვინ მისცა ხმა და ვინ არა. ბიძინა ივანიშვილიც ყველას ერთად დაგვემართა და ვარდს და ნეხვს ერთნაირად ეფინება. მისი ბენეფიციარი ყოველი ქართველია“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.