გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი სავანეთი იკეტება

15-04-2020

გაზრდილი რისკების გამო, ბოლნისში სოფელი სავანეთი დაიკეტება. ამის შესახებ ქვემოქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ორი ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, ერთ-ერთი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმია.

„კორონავირუსის ორი ფაქტი მიემატა ბოლნისის მუნიციპალიტეტს. სამწუხაროდ, ერთი არის სასწრაფოს ბრიგადის ექიმი, ქალბატონი და სასწრაფოს ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრი, შვილი და, ჯამურად, მივიღეთ 20 დადასტურებული ფაქტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
ბოლნისში, სოფელ სავანეთთან დაკავშირებით გაზრდილი რისკები იყო, ჩვენ მდგომარეობა განვიხილეთ და დღეს უკვე შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ სავანეთი გადაიკეტება და სოფელში დამყარდება საკარანტინო რეჟიმი. 38 სამედიცინო პერსონალი იყო დაკვირვების ქვეშ. ისინი არიან მკაცრი კარანტინის სივრცეებში გადანაწილებული. მათგან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთ ექიმს დაუდასტურდა და ექვსთან, გარკვეული სიმპტომების გამო, აღებულია საკვლევი მასალა და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

კვირა