გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯანსუღ ჩარკვიანი: ივანიშვილი სააკაშვილს, მაგის მეუღლეს, დედასაც და ბებიასაც კი ეხმარებოდა

15-04-2020

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, გარდაცვალებამდე ორიოდე წლით ადრე იმ ადამიანებს აკრიტიკებდა, რომლებიც მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს აგინებენ და რომლებიც მისგან მთელი 9 წლის განმავლობაში ხელფასს იღებდნენ.


ჯანსუღ ჩარკვიანთან ინტერვიუ გაზეთმა "კვირის ქრონიკამ" 2015 წლის 12 იანვრის ნომერში გამოაქვეყნა.


გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:


"უმადური ხალხი ვართ! დღეს ვინც ივანიშვილს აგინებს, მთელი 9 წლის განმავლობაში ხელფასს მისგან იღებდა. ამ კაცის დახმარებით გადარჩა ბევრი, ამ კაცის ფულით მოითქვა ბევრმა სული...


აღარაფერს ვამბობ, როგორ ეხმარებოდა სააკაშვილს, მაგის მეუღლეს, დედასაც და ბებიასაც კი.


შე კაი კაცო, სამების ამშენებელ კაცს რომ ოლიგარქს ეძახი, ადრე არ იყო ოლიგარქი, როცა ფულებს სცინცლავდი? ეგრე რატომ ლანძღავ, რატომ ხარ ასეთი თახსირი?


ნახეთ, რა ხდება ტელევიზიებში, პირდაპირ გაოცდები კაცი. უმადური ხალხი ვართ, უმადური და ეს არის ჩვენი უბედურება"-განუცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა "კვირის ქონიკის" კორესპონდენტს.