გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მთავრობებს დოლბანდის ნედლეულის მოწოდების ხელშეწყობისთვის

15-04-2020

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ სახელმწიფოების მთავრობებს, ვისი ხელშეწყობითაც მათ ქვეყნებში პირბადეების წარმოებისთვის საჭირო და სტრატეგიულ ნედლეულს - დოლბანდს ვიძენთ. პირველ რიგში, ეს არის აზერბაიჯანის სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ძალიან დიდი მადლობა აზერბაიჯანის მთავრობას. ასევე მადლობა უზბეკეთის მთავრობას - ამ ქვეყანაში დამზადებული მაღალი ხარისხის დოლბანდი უკვე გზაშია და მას მალე მივიღებთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოში სტუმრობისას, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე პირბადე“.

მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანში ფუნქციონირებს საწარმო, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის ამზადებს დოლბანდს. „სწორედ აზერბაიჯანული დოლბანდით ავაწყეთ პირბადეების წარმოება და ამ პროდუქციის პირველი პარტია სწორედ აზერბაიჯანული დოლბანდით არის შეკერილი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს დიპკორპუსის, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და უზბეკეთში საქართველოს ელჩებისა და საელჩოების პერსონალის ძალისხმევას, რათა საქართველო მომარაგებული ყოფილიყო მაღალი ხარისხის დოლბანდის ნედლეულით.

„ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი ელჩები, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და უზბეკეთში გვეხმარებიან, რომ მოვიპოვოთ დოლბანდის ნედლეული პირბადეების შესაკერად,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

პროგრამაში „აწარმოე პირბადე“ სადღეისოდ 8 სამკერვალო საწარმოა ჩართული, რომლებიც პირბადეებს სპეციალური ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით აწარმოებენ. ამ დროისთვის, 1,3 მლნ პირბადეა დამზადებული.