გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“- ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის და მცხეთის ორგანიზაციები შეუერთდნენ

15-04-2020

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“- ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის და მცხეთის ორგანიზაციები შეუერთდნენ.

„ქართული ოცნების“ რაიონულ ოფისებში სისხლის ასაღებად ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები და თანამშრომლები, მოხალისეები და მოქალაქეები მივიდნენ.

მათი თქმით, საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტით სისხლის ბანკის შევსება კორონა ვირუსითინფიცირებული ადამიანებისთვის სიცოცხლის გადარჩენის მიზანს ემსახურება.

დონაციის აქციის ფარგლებში სისხლი უკვე გაიღეს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის, ქარელის, ხაშურის, კასპის თერჯოლის, ყვარლისა და გორის ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა.