გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ცდილობს, რაღაც თემები ხელოვნურად წამოწიოს

15-04-2020

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით სხდომა, სავარაუდოდ, 22-23 აპრილს შედგება.

როგორც პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, ამ საკითხზე აზრის გამოხატვისგან, თავისთავად, არავინაა შეზღუდული, მაგრამ გაუგებარია ოპოზიციის მოთხოვნა იმას თაობაზე, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი უნდა იყოს კონკრეტული გეგმა და არ უნდა მოხდეს უპირობო თანხმობა. მისი თქმით, გადაწყვეტილება სერიოზული კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

„გაუგებარია ოპოზიციის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული გეგმა უნდა იყოს და არ უნდა იყოს რაღაც უპირობო თანხმობა ამაზე. არც არავის არ უთქვამს, რომ უპირობო უნდა იყოს თანხმობა, არც ჩვენ გვქონია უპირობო გადაწყვეტილება მიღებული. საკმაოდ სერიოზული კონსულტაციების შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და საკმაოდ ვრცელი განცხადება ამასთან დაკავშირებით გააკეთა პრემიერ მინისტრმა. რასაკვირველია, არავინაა შეზღუდული რომ თავისი აზრი გამოხატოს და ეს აბსოლუტურად ნორმალურიც იქნება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ოპოზიციას პოლიტიკური საქმიანობის ასპარეზი ნაკლებად დარჩა და ცდილობს, რომ რაღაც თემები ხელოვნურად წამოწიოს, თუმცა არც მინდა რომ ასეთი მწარე ბრალდებით შემოვიფარგლო. კითხვები რაც არის, მზად არის მთავრობაც და უმრავლესობაც თავისთავად, გასცეს პასუხი ყოველ მათგანს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.