გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბოლნისის გენდერული საბჭოს წევრებმა და მოხალისეებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს

15-04-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 24 დღეა საკარანტინო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობისა და თვითიზოლაციის პირობებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, ბოლნისის გენდერული საბჭოს წევრებმა და მოხალისეებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.

ბუკლეტების დარიგება განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანი ქალებისთვის სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

მოხალისეებმა სამ ენაზე შედგენილი ბუკლეტები ქალაქ ბოლნისის გარდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლებშიც დაარიგეს.