გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ჩიქოვანი: ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი

15-04-2020

საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა დავრჩეთ სახლში, არ დავარღვიოთ კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველას ვალდებულებაა დაიცვას კანონი და ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ მოქალაქეების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის არის დაწესებული.

„Covid-19 არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი მთელი მსოფლიოსთვის. აქამდე ჩვენ მოვახერხეთ ვირუსის გავრცელების შენელება. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციელების, მებაჟეების, მესაზღვრეების და ყველა იმ ადამიანის ერთობლივი დამსახურება, ვინც ამ უხილავ მტერთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. მოგეხსენებათ, უკვე საქართველოშიც მატულობს შიდა გავრცელების შემთხვევები, მნიშვნელოვნად ფართოვდება კლასტერები და უფრო და უფრო მეტად იზრდება შესაძლო შემთხვევათა რაოდენობა. ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს, მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი და სულ უფრო მკაცრდება შეზღუდვები. დღეს, თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია პირველ რიგში ერთმანეთის წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა დავიცვათ კანონი და ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის არის დაწესებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.