გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ერთმა ორსულმა დაამარცხა

16-04-2020

კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალი, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

„დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის პერინატალურ მიმართულებაში მეორე ორსული გამოჯანმრთელდა SARS-COV2 -ი ვირუსით ინფიცირებული. ორსულობა პროგრესირებს და ორსული დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერება ბინაზე. მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს“,- წერს ჟორჟოლიანი.

საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 71 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge