გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რატიანი: თუ ასე გავაგრძელებთ, ღლიცინს, დადგება ეტაპი, როცა ქვეყანას ექიმი არ ეყოლება

16-04-2020

"ამ ეტაპამდე დაიჭირა ჩვენმა ქვეყანამ ვირუსის გავრცელება, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ "ღლიცინს" რასაც ჩვენი ქვეყნის უმრავლესი მოსახლეობა აკეთებს, ამას ქართველი ექიმები ვერ აუვალთ" - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა განაცხადა.

ლევან რატიანმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დაიცვან დისტანცია, სხვა შემთხვევაში ქვეყანას ექიმები აღარ ეყოლება.

"დადგება მომენტი, რომ ექიმი ქვეყანას არ ეყოლება. ჩვენც ადამიანები ვართ. ყველას ვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან" - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 336 შემთხვევაა, 74 პაციენტი კი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

pia