გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვეტერანებისთვის თანადგომის მორიგი აქცია გაიმართა

16-04-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ აგრძელებს მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყების შეჭირვებული ბენეფიციარების თანადგომას და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, არ წყვეტს აქციებს ვეტერანთა დასახმარებლად..

თანადგომის მორიგი აქცია კვლავ ჩატარდა, ამჯერად, თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უწყების უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ, მხცოვან ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადასცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აღნიშნული კატეგორიის ვეტერანთა თანადგომის აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.