გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვეტერანთა თანადგომის აქციებს კომპანია "ალგეთი ველი" შეუერთდა

16-04-2020

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ვეტერანთა დასახმარებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გარდა, თანადგომის აქციებში კერძო ბიზნესის წარმომადგენლებიც ერთვებიან, რაც არსებულ ვითარებაში, განსაკუთრებით მისასალმებელია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს კომპანია ‘’ალგეთი ველის’’ დირექტორი, ვუგარ გიუმაიევი დაუკავშირდა, რომელმაც სურვილი გამოთქვა, თავისი წვლილი შეეტანა ვეტერანთა თანადგომის აქციებში. კომპანიამ, ამ მიმართულებით, ქმედითი ნაბიჯი უკვე გადადგა, რისთვისაც მას უწყება მადლობას უხდის.

კომპანიასთან მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც უწყების ბენეფიციართა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. უწყების დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე და ვუგარ გიუმაევი შეთანხმდნენ, მხარეებს შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

კომპანია ‘’ალგეთი ველი’’ მარნეულის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმებს ფლობს და ძირითადად, აწარმოებს რძის პროდუქტებს, რომელთა უმეტესი ნაწილი, ექსპორტზე გააქვს.