გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გამყრელიძე: ოდნავ თუ მოვეშვებით 10 მაისამდე ინფიცირებულთა რიცხვი, შესაძლოა, 6000-მდე გაიზარდოს

16-04-2020

"მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა სხვა ფორმატში ჩავატაროთ", -ასე მიმართა სასულიერო პირებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ყველაზე დიდი რისკია იმის, რომ კოვიდინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი გაიზარდოს.

"უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ეკლესიას, საქართველოში ყველაზე მეტად პატივცემულ, ყველაზე მაღალრეიტინგულ ინსტიტუციას ქვეყანაში და ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ წლევანდელი აღდგომა ჩავატაროთ სხვა ფორმატით. ილოცებენ ისინი და დამერწმუნეთ, რომ ღმერთი უფრო მოწყალე იქნება, თუ ბევრი ქართველი გადარჩება. ამ დღეების განმავლობაში დიდი რისკია ვირუსის გავრცელების, რომელიც შეიძლება ხვალ, ზეგ, მაზეგ არ გამოჩნდეს, მაგრამ გამოჩდება მომავალში. ოდნავ თუ მოვეშვებით და უფრო მეტ თავისუფლებას თუ მივცემთ თავს, მაისის ათამდე 6 ათასამდე ავიდეს, ეს უზარმაზარი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის და მისი ჯანდაცვის სისტემისთვის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით 336 ადამიანია ინფიცირებული.

pia