გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მოქალაქეებმა COVID-19-ის პრევენციისთვის მდუღარე წყალი დალიეს - გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას მიმართავს

16-04-2020

ნუ დალევთ მდუღარე წყალს - მოსახლეობას დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მიმართავს.

გუგა ქაშიბაძის თქმით, არის ახალი ტენდენცია, მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ COVID-19-ის პრევენცია შესაძლებელია ცხელი წყლის მიღებით და შედეგად- ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას იღებენ. ასეთი რამდენიმე პაციენტი კლინიკაში უკვე მკურნალობს.

ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და არა გაურკვეველი წყაროებიდან ჭორად მოსმენილი რჩევები.

rustavi2