გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ბერაიამ ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების და მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ დისტანციური შეხვედრა გამართა

16-04-2020

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, საპარლამტნო ურამვლესობის წევრებთან ერთად, ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების და მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ დისტანციური შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე დეპუტატებმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, აფაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ამ რეგიონების ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს და საქართველს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგელებს მოუსმინეს. დეტალურად იქნა განხილური აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეპიდემიულოგიური მდგომარეობა, ადგილზე არსებული მწირი სამედიცინო შესაძლებლობები და მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯები. განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ხელისუფლების კონრტოლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის COVID 19 - ის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით განცორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისიებების განილვას.


“საკმაოდ მძიმე ვითარებაა შექმნილი ოკუპირებულ რეგიონებში. ვითარება ისედაც რთული იყო, ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით და შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე მათი წვდომის შეუძლებლობით, რაც ზოგადად ოკუპაციით და ოკუპაციის შედეგად დაწესებული შეზღუდვებითაა განპირობებული. ახალი კორონავირუსის გავცელება და დამატებითი შეზრუდვების შემოღება კიდევ უფრო ამძიმებს ამ მხრივ მათ მდგომარეობას. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია თითოეულ მათგანზე ზრუნვა, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. არსებულ მძიმე ვითარებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ძალამ ხელი არ შეუშალოს ავადმყოფების ცენტარლური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესს. საქართველოს ხელისუფელება განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას და იღებს პასუხისმგებლობას თითოეული მათგანისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე” - განაცხადა ბერაიამ.