16-11-2017
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მესტიიდან ზუგდიდში დღეს ხუთ საათზე ჩამოაბრძანებენ. როგორც რადიო „ათინათს“ ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი წინამძღვარმა მამა მალხაზი ჭანტურია განუცხადა. სიწმინდეს სასულიერო პირები და მრევლი მოედანთან დახვდება, შემდეგ კი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ.
"მორწმუნეებს სიწმინდის მოლოცვის საშუალება ოთხი დღის განმავლობაში ექნებათ", - ამბობს მამა ჭანტურია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს.
წყარო: რადიო "ათინათი"