გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბანკო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში წარიმართა

16-04-2020

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბანკო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში წარიმართა, კობა გვენეტაძემ სექტორის მხრიდან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია საბანკო სექტორთან, იღებს ყველა ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებასთან. სექტორთან მსჯელობს იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების ფარგლებში დაიგეგმა და რომელიც ეკონომიკის საფინანსო სერვისების შეუფერხებლად უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სავალუტო ფონდთან მიღწეულ შეთანხმებას; მაკროეკონომიკურ პროგნოზებს; ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულებაში შეტანილ ცვლილებებს; ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებს; არსებული შეზღუდვების პერიოდში დისტანციური საბანკო მომსახურების წახალისებას; ასევე, სხვადასხვა საზედამხედველო ღონისძიებებს.

ვიდეოკონფერენციის დროს კობა გვენეტაძემ ისაუბრა ფინანსური სექტორის სტაბილურობის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. ითქვა, რომ საბანკო სექტორი არსებულ გამოწვევას კარგად მომზადებული შეხვდა, მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, ისტორიულად დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში.

"ეროვნული ბანკი მუდმივად იღებს ინფორმაციას და საქმის კურსშია საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. სწორედ ეროვნული ბანკის გონივრულმა და წინდახედულმა საზედამხედველო პოლიტიკის გატარებამ დღეს საშუალება მოგვცა საფინანსო სექტორის მხარდასაჭერად დაუყოვნებლივ აგვემოქმედებინა სპეციალური დროებითი საზედამხედველო გეგმა, რაც საბანკო სექტორს საშუალებას მისცემს გაანეიტრალოს პოტენციური ზარალები, განაგრძოს ნორმალური ბიზნეს საქმიანობა და, რაც მთავარია, გააგრძელოს რეალური ეკონომიკის დაკრედიტება", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან საუბრისას.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები პერიოდულად ჩატარდება. მომავალ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეებთან შეხვედრას გეგმავს.