გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მთავრობამ ეკლესიასთან დაპირისპირების მაგივრად აირჩია ყველაზე რთული გზა, აირჩია ის შუალედი, რომლის არჩევაც არ იყო მარტივი

17-04-2020

მოდის აღდგომა და მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულები, მთავრობამ ეკლესიასთან რების მაგივრად აირჩია ყველაზე რთული გზა, აირჩია ის შუალედი, რომლის არჩევაც არ იყო მარტივი,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს რამდენიმე კვირა ძალიან რთული იქნება მთელი საზოგადოებისათვის და ეს პერიოდი წარმატებით უნდა გავიაროთ .

,,წეღან რამდენიმე სახუმარო სტატუსი დავწერე ახალ აკრძალვაზე, მაგრამ ეხლა სერიოზულად:

ხელისუფლებას შემოაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ ის აკრძალვები, რომლებსაც სიტუაცია და ეპიდემიოლოგიური ვითარება მოითხოვს. ფაქტია, რომ ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი ადამიანი ავადდება და მათმა რიცხვმა 330-ს გადააჭარბა. როგორც ჩანს, ეხლა დგება ყველაზე რთული პერიოდი. გარდა ამისა, მოდის აღდგომა და მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულები, მთავრობამ ეკლესიასთან დაპირისპირების მაგივრად აირჩია ყველაზე რთული გზა, აირჩია ის შუალედი, რომლის არჩევაც არ იყო მარტივი. ეკლესიასთან დაპირისიპრების მაგივრად, რაც დღევანდელი ოპოზიციის ძველი სტილია, ხელისუფლება მიდის თავისი არჩეული გზით. ეს რამდენიმე კვირა ძალიან რთული იქნება მთელი საზოგადოებისათვის, მაგრამ ჩვენ წარმატებით უნდა გავიაროთ ეს პერიოდი”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.