გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თენგიზ ცერცვაძე: პიკი 1-2 კვირაში იქნება

17-04-2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პიკი 1-2 კვირაში იქნება. მთავარი ამოცანაა, ის იყოს მდორე.

"დაახლოებით 2 კვირაა ვამბობთ, პიკი იქნება 2-3 კვირაში, ის 2-3 კვირა გადის. ყველა ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი იყო ვარაუდი, ვინაიდან ეს არის ახალი ინფექცია, მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ იქნება მისი დინამიკა და გავრცელება. მაგრამ, ექსპერტული ვარაუდის დონეზე, დიახ, მე ვრჩები ისევ იმ აზრზე, რომ 1-2 კვირაში უნდა იყოს პიკი, შემდეგ უნდა იყოს პლატო და წავიდეს დაღმავალი გზით. მაგრამ, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს პიკი იყოს, მართლა პიკი, უნდა დავუშვათ, რომ ეს პიკი იყოს მდორე, ამაშია მთავარი ამოცანა. არ უნდა დავუშვათ ის, რაც მოხდა აშშ-ში. ნახევარ მილიონზე მეტი ინფიცირებულია, ის რაც მოხდა ევროპის ქვეყნებში, 5 წამყვან ევროპულ ქვეყანაში ასი ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა რიცხვმა. დაახლოებით 25 ქვეყანაში 10 000-ს გადააჭარბა. ეს არ უნდა დავუშვათ. ამას ჩვენი სამედიცინო სექტორი ვერ გაუძლებს, ანუ ისე ვერ გაუძლებს, როგორც ახლა უძლებს", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ ტვ "პირველის" ეთერში.

pia