გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თენგიზ ცერცვაძე მრევლს: ნუ გამოცდით ბედისწერას - დარჩით სახლში

17-04-2020

როგორც ექიმმა, შემიძლია მრევლს ერთი რამე ვუთხრა, ეს ინფექცია გამოდგა იმაზე უფრო გადამდები და ადვილად გავრცელებადი, ვიდრე თავიდან გვეგონა. ეს დაავადება გადამდებია, ძალიან გადამდები და თავს ნუ მოვიტყუებთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ნუ გამოვცდით ბედისწერას და გავაკეთოთ მარტივი რამ (ჩვენი ტრადიციებისთვის უცხო, მაგრამ მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული), რომ დავრჩეთ სახლში და წლევანდელ რელიგიურ დღესასწაულებს განსხვავებული ფორმატით შევხვდეთ - მათ შორის საფლავზე გასვლის ტრადიციასაც. ყველა ტრადიცია იმისთვის გვაქვს და ვამაყობთ, რომ ქართული თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ, რომ ჯანსაღი, ბედნიერი მოქალაქეები გვყავდეს. თუ ეს ტრადიცია ასეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ჩვენ ამ ტრადიციებზე უარი უნდა ვთქვათ“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 348 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge