გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - მათგან 5 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია

17-04-2020

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქალაძემ განაცხადა, მათგან 5 მედპერსონალია, ორი კი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა არ დააზუსტა, თუ რომელ კლინიკაში დაინფიცირდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და უკავშირდება თუ არა ქობულეთის კლასტერს.

"მათივე თხოვნით, არ დავასახელებ და დავაკონკრეტებ, ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახები და მათ არ იციან ამის შესახებ. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი სტრესი. ვიტყვი იმას, რომ ისინი იზოლაციაში იყვნენ"-განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ინფიცირებულები კლინიკა "მედალფაში" არიან გადაყვანილები. ამ ეტაპზე, ბათუმის "მედალფაში" COVID-19-ით ინფიცირებული 37 პირია მოთავსებული. 

rustavi2