17-04-2020
ბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე 40-ზე მეტ პირს იკვლევენ, ანალიზის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. არ გამორიცხავენ, რომ საეჭვო პაციენტების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
ბათუმში გუშინ 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 5 მედპერსონალია.
კლინიკა "მედალფაში", მკურნალობას 37 დაინფიცირებული პაციენტი გადის, მათ შორის 7 სწორედ მედპერსონალია.
პაციენტთა უმრავლესობა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
4 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი და მათ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია უტარდებათ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მედპერსონალთან მიმართებაში კი ვირუსი მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს.
ბოლო ინფორმაციით, მიმდინარეობს ქობულეთის კლასტერის შესწავლა. დადგენილია 410-ზე მეტი კონტაქტი. 8300 ზე მეტ პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, მათგან 25 იყო საეჭვო შემთხვევა, თუმცა კვლევის შედეგად მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.