გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ედიშერ გვენეტაძე: გიორგი გახარიას მეთაურობით საქართველოს ჰყავს მთავრობის ისეთი გუნდი, რომელიც გამოირჩევა ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვით

17-04-2020

„ე.წ. პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალადობრივი გზებით იჭრებოდნენ ტაძრებში და ისე „აგვარებდნენ“ პრობლემებს“, - ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პროფესორი აზუსტებს, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ერთგულია იმ ღირებულებების, რის გამოც ის ხალხმა აირჩია.

„ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა ამ დღეებში შეიძლება შეფასდეს იმად, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერ გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის ისეთი გუნდი, რომელიც გამოირჩევა ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვითა და დახვეწილი დიპლომატიით. მან შეძლო „ოქროს შუალედის“ მოძებნა ეკლესიასა და მორწმუნეებთან ისე, რომ არ დააზიანა არც ქვეყნის, არც საკუთარი და არც მრევლის ინტერესები. და ეს გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ჩასაფრებული იყვნენ და არიან ე.წ. პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავად ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალადობრივი გზებით იჭრებოდნენ ტაძრებში და ისე „აგვარებდნენ“ პრობლემებს.

ამ ვნების კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა დემოკრატიულ სამყაროს, რომ ის ერთგულია იმ ღირებულებების, რის გამოც ის ხალხმა აირჩია“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.