გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი დაურიგდათ

17-04-2020

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ ინიციატივით, უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა სააღდგომო ნობათი მიიღეს.

190 ბენეფიციარს, საღდგომო პასკა და კვერცხი, ყოველდღიურ საკვებთან ერთად დაურიგდა, მათ შორის 90 ხანდაზმულს მერიის მოხალისეებმა ნობათი ბინაზე მიაწოდეს.

მოხალისეებმა საკუთარი სახსრებით, ბენეფიციარებს ტკბილეულიც შეუძინეს. აგრეთვე, მათ საკუთარი პროდუქცია ახალციხის მუნიცილალიტეტის სოფელ მუსხში არსებულმა კარტოფილიფრის საწარმომ „ფრეკომ“ გადასცა.

სააღდგომო საჩუქრის მომზადებისა და დარიგების პროცესს ახალციხი მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილემ გურამ მელიქიძე გაეცნო.