გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდის ბიუჯეტი 6 მილიონზე მეტი ლარით იზრდება

15-02-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მოცულობა 39 586 800 ლარის ნაცვლად 45 926 500 ლარით განისაზღვრება. საბიუჯეტო ცვლილებები დღევანდელ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიამ განიხილა.

აღნიშნული თანხის უმეტესი ნაწილი - 4 106 100 ლარი გზების მშენებლობისთვის დაიხარჯება.

დანარჩენი თანხა სანიაღვრე სისტემის მოწყობას (475 000 ლარი), წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას (503 500 ლარი), N2 საბავშვო ბაღის მშენებლობას (278 100 ლარი), საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქციას (475 000 ლარი) და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობას (502 000 ლარი)მოხმარდება.

რადიო "ათინათი"