გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ვეტერანთა თანადგომის აქციები აჭარაში გაგრძელდა

18-04-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეუწყვეტია მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შეჭირვებულ ბენეფიციართა დახმარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეტერანთა თანადგომის არა ერთი აქცია ჩაატარა.

მიმდინარე წლის 17 აპრილს, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს წარმომადგენლებმა, ქობულეთის, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში, უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ, მხცოვან ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადასცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, აღნიშნული კატეგორიის ვეტერანთა თანადგომის აქციებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ გააგრძელებს.