გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სააკაშვილი: მომეცით ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი დროებით და ეკონომიკას გადავარჩენ

20-04-2020

"მომეცით ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი დროებით და ეკონომიკას გადავარჩენ"- “მე ახლა გთავაზობთ, გამომიყენეთ უცხოური დახმარების მისაღებად. მზად ვარ მოვიარო ყველა უცხოური ქალაქი, ძალიან ბევრს ვიცნობ უცხოურ სავალუტო ორგანიზაციაში, ბოლოსდაბოლოს დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოში მაქებდა მრავალი წლის განმავლობაში. მის პირად მეგობრად მაცხადებდა.
ბოლოსდაბოლოს ყველას ვიცნობ, უმეტესობას ვინ დღევანდელი ევროპის ლიდერია, თქვენგან განსხვავებით, არავის იცნობთ, არავინ პატივს არ გცემთ.
მე მზად ვარ ჩვენი იურდიული კამათი გადავდოთ მომავლისთვის, მოდით დავაწესოთ მორატორიუმი შემოდგომამდე, შემოდგომის შემდეგ გააგრძელეთ ჩემი იურიდული პროცესები, გამასამართლეთ პიჯაკებზე, იმაზე, ამაზე, მაგრამ მანამდე გამოაცხადეთ მორატორიუმი.
მომეცით საქართველოს ხელისუფლების, ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი დროებით, მხოლოდ ერთ საკითხში, უცხოური დახმარებას მოპოვებაში და მე გაძლევთ გარანტიას, რომ თუ 5 მილიარდნახევარს არ ჩამოვიტან, იმდენს ჩამოვიტან დახმარებას რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს.
მომეცით სტატუსი საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის, დაავალეთ საელჩოებს ჩემთან ერთად მოიარონ ამერიკის კონგრესი, რადგან არ იყოს ისე, რომ მხოლოდ ჩემს თავს წარმოვადგენ
მომეცით სტატუსი და მე ვპირდები ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მივიღებ თანხას იმ მასშტაბით, რაც ერთხელ უკვე მოვიპოვე საქართველოსთვის და განსხვავებით ამათგან , რასაც ვლაპარაკობ ყოველთვის ვაკეთებ – „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ ჩემი ცხოვრების ლოზუნგია. და ბოლოსდაბოლოს, მომენატრა ჩემს ხალხს რაღაც გავუკეთო, მინდა ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი ერის ფიზიკური გადარჩენის მომენტი დგას და არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ დიდი შიმშილის, ეკონომიკური ტალღის, რომელიც მოდის ცუნამით, დიდი ცუნამით, მოდის დიდი გაჭირვების, დიდი შიმშილის ტალღა, რომელიც ჩვენ 90-იანი წლებიდან დავიწყებული გქონდა.
ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში მოხდება. ეს რომ ასე არ მოხდეს მე მომეცით ეს ოფიციალური სტატუსი და მე მოვიპოვებ ინას, რაც ალბათ თქვენ არ შეგიძლიათ“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ipress