გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილი ერთი თეთრის მომტანიც არ არის

20-04-2020

„სააკაშვილი რომ არცერთი თეთრის მომტანი არ არის - ეს ყველამ კარგად ვიცით.ის კლოუნადით არის დაკავებული, მას არც თანხის მოძიება შეუძლია და მეტიც, მისი წარმომადგენლობა, საქართველოს სახელით მოქმედება ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის შემლახავია, რამდენადაც მას სერიოზულად არავინ აღიქვამს“,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას.

„ამ რთულ ვითარებაში, სააკაშვილის თამადობით, გარკვეული ოპოზიციური ძალები მთლიანად გადასულები არიან პოპულიზმზე, პოლიტიკურ მანიპულაციაზე, რაც რიგ შემთხვევაში, მავნებლობაში გამოიხატება“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, მთავრობამ დროულად იმოქმედა და სამი მილიარდის მობილიზება შეძლო, რაც არცერთ სხვა ქვეყანას არ გაუკეთებია.

„რაც მთავრობამ იმუშავა და სამი მილიარდის მობილიზება შეძლო, ფაქტობრივად, სხვა არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ამასაც შეიძლება მისი მოქმედებით და ხშირ შემთხვევაში, მავნებლური განცხადებებით, საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, ბუნებრივია, აქ ხელისუფლება დროულად მოქმედებს, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადრეულ ეტაპზე იმის განსაზღვრა, თუ რა თანხების მობილიზება შეუძლია ქვეყანას, რომ ჩვენ პოსტ ეპიდემიურ სიტუაციაში დროულად მოვახდინოთ ეკონომიკის აღდგენაც და იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც ან სამუშაო დაკარგეს, ან შეგვიძლია, კიდევ უფრო მეტად ავამუშაოთ ამ მიმართულებით შესაძლებლობები“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​