გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი სესიაშვილი: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას უმრავლესობა მხარს სრულად დაუჭერს

20-04-2020

„სამწუხაროა, რომ ოპოზიცია, რეალურად, პოლიტიკური სპეკულირებით არის დაკავებული, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს, რისი მიზანიცაა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, უკავშირებს ეკონომიკურ პროგრამას, მაშინ, როდესაც თავადაც კარგად ხედავენ, რომ მთავრობა რამდენად ეფექტურად მოქმედებს ეკონომიკური პრობლემების გამოწვევების მიმართულებით - 3 მილიარდი დოლარი უკვე მობილიზებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა მიზნობრივად მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ასევე დაიხარჯება სოციალური მიმართულებით“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, COVID-19-ის შიდა გავრცელების საფრთხე უკვე რეალობაა და ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ვირუსით დაავადებულთა რიცხვი მზარდია. შესაბამისად, ლოგიკურია და აუცილებელია გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა.

„პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, ერთად გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას და პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს, ოთხშაბათს დაამტკიცებს ამ გადაწყვეტილებას. საგანგებო მდგომაროების გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ექნება სრული მხარდაჭერა უმრავლესობის მხრიდან, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ვიღებთ პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება პროცედურებს, არავის უნდა ეგონოს, რომ აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა წყვეტას განიცდის - არა, როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერი ხელს მოაწერენ ამ ბრძანებას, ის დაუყოვნებლივ ძალაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გრძელდება საგანგებო მდგომაროება. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არავის ეგონოს, რომ საგანგებო მდგომარეობაში რაიმე წყვეტაა და მათ გარკვეული უფლებები აღუდგებათ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​