გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ერთწლიანი კულტურების ნათესების ფართობი შემცირდა

20-04-2020

წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 206.6 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით ჩამორჩება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 55.4 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 151.2 ათასი ჰექტარი შეადგინა.

ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 74.9 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 45.1 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 27.2 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 17.9 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 15.0 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 12.7 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 13.9 ათას ჰექტარს შეადგენდა.

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში წარმოებულია 52.1 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 44.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 38.6 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 28.7 პროცენტით ნაკლები), 31.7 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (37.2 პროცენტით მეტი), 20.4 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (27.5 პროცენტით მეტი), 64.4 ათასი ტონა ციტრუსი (2.9 პროცენტით ნაკლები).

გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2019 წელს წარმოებულია 295.6 ათასი ტონა ყურძენი, რაც 13.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.