გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ძლიერმა ქარმა სართიჭალაში 5 სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

21-04-2020

ძლიერმა ქარმა სართიჭალაში 5 სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა 6 ავტომობილი.

მანქანების მფლობელები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

"ქარი ამოვარდა და მთელი სახურავი ძირს წამოიღო. საბედნიეროდ ადამიანები არ დაშავებულან, მაგრამ 6 მანქანა დაზიანდა ეზოში. სახურავს შევაკეთებთო გვითხრეს, მაგრამ მანქანებთან დაკავშირებითაც ვითხოვთ, რომ დაგვეხმარონ. ჩვენ ამ გაჭირვებაში ყველას გვიჭირს, ყველა სახლში ვართ უმუშევრად და იმედია, რომ მთავრობა დაგვეხმარება," - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, სახურავის გადახურვის სამუშაოები გუშინვე დაიწყო და დღეს დილით განახლდება. მისივე განმარტებით, უკვე შექმნილია ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისია.

rustavi2