გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფოთში Nike,New Balance,Puma და Lotto-ს სპორტული ტანსაცმელი თებერვლის ბოლოდან შეიკერება

15-02-2018

ფოთში ტანსაცმლის ახალი ქარხანა თებერვლის ბოლოს გაიხსნება. მასში ცნობილი სპორტული ბრენდების Nike, New Balance , Under Armour, Puma და Lotto-ს დაკვეთით სპორტული ტანსაცმელი შეიკერება.
ქარხანა გასული წლის სექტემბერში უნდა გახსნილიყო, შემდეგ კი მისი გახსნა ოქტომბრამდე გადაიდო. თუმცა როგორც „აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ვადებმა კვლავ გადაიწია და საბოლოოდ სამკერვალოს გახსნა, 20 თებერვლის შემდეგ მოხდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ყველა შესაბამისი სამუშაო დასრულებულია და ქარხანა გასახსნელად მზად არის.

„ზუსტი თარიღის თქმა არ შემიძლია, რადან გარკვეული დეტალების დაზუსტება
ხდება. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან გვაქვს დასაზუსტებელი და შემდეგ უკვე გვეცოდინება გახსნის დღე. 20 თებერვლის ბოლოს ქარხანა აუცილებლად გაიხსნება“, – აღნიშნავს ლომინაძე.

მისივე ინფორმაციით, ქარხანა 15 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდა. პირველ ეტაპზე 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა შემდგომში ინვესტიციის გაზრდა გამორიცხული არ არის. ახალ ქარხანაში 3000-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა ნაწილის გადამზადებაც უკვე მიმდინარეობს.

რაც შეეხება პროდუქციას, ლომინაძის ინფორმაციით, ახალ ქარხანაში მხოლოდ სპორტული შორტები და მაისურები შეიკერება. ტანსაცმლის ქვეყანაში დატოვება არ იგეგმება და მისი 100% მთლიანად ექსპორტზე გავა.

შეგახსენებთ, რომ „აჭარა ტექსტილის“ პირველი საწარმო 2009 წელს გაიხსნა. საწარმო ცნობილი ბრენდებისთვის ტანსაცმელს კერავს, რომელიც ექსპორტზე Made in Georgia-ს ეტიკეტით გადის. ამასთან, 2016 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე რვა მონაწილე გუნდი საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობდა.

Geopressnews.ge