გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

21-04-2020

მესტიის მუნიციპალიტეტში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მულახის ბაზაზე მკვლელობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა. მულახის რწმუნებულის სოსო ზურაბიანის თქმით, მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის ადრე კონფლიქტი არ ყოფილა.


"ნასვამები ყოფილან, რაღაც შელაპარაკება მოსვლიათ, მანამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ ერთმანეთთან. შემთხვევა შტაბის ეზოში მოხდა, სასაზღვრო პოლიციის ეზოში. სასწრაფო მანქანამ წაიყვანა, მაგრამ ოპერაციის პერიოდში გარდაიცვალა," - განაცხადა სოსო ზურაბიანმა.