გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში გამოკვლეულ 10 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

21-04-2020

"დღეს დილას მოვიდა 10 ნიმუშის პასუხი და ყველა მათგანი უარყოფითია. შესაბამისად, ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. "მედალფაში" ამჟამად დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტი მკურნალობს. მათგან 34 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება",- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინი ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში 13 პაციენტია განკურნებული. მიმდინარეობს ქობულეთის კლასტერში ინფიცირებული პირების კონტაქტების დაგენა, რომელთა რიცხვი უკვე 500-ს აჭარბებს.

"ამ ეტაპისთვის უკონტროლო შემთავევა არ გვქონია. ვართ სიმშვიდის ფაზაში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ტეტნდენცია შეიძლება შენარჩუნდეს. მომდევნო ორი კვირა იქნება პრობლემური, რადგან რეგიონებში თავშეყრას ჰქონდა ადგილი",- აღნიშნა ნინი ნიჟარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 95 და გარადცვლილია 4 პაციენტი.

პია