გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-მარტში, 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

21-04-2020

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5.9 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარს (1.4 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-მარტში, 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9 პროცენტია.