გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან რატიანი: თუ ვინმეს შენიშვნის სურვილი აქვს, აი, ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და სასიკვდილო სივრცეში ჩვენთან ერთად იმუშაონ

21-04-2020

 პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქვეყანა უხილავ მტერს ებრძვის, ქილიკის დრო არ არის. მისივე თქმით, ექიმებიც რისკჯგუფს მიეკუთვნებიან და მათ ყოველდღიურად სასიკვდილო სივრცეში უწევთ მუშაობა.


"მინდა, მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვინც ჩვენს მთავრობას აქილიკებს. ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს. ამის მაგალითია ინფიცირების დაბალი დონე, დაავადებულების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი ინდექსი და გამოჯანმრთელების მაღალი ინდექსი.
მინდა ვუთხრა ყველას: ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლე ენიანებს და გრძელ ენიანებს, არ არის ქილიკის დრო. ახლა ორივე მხარზე, სამწუხაროდ, გვაზის უხილავი მტერი. თუ ვინმეს შენიშვნის სურვილი აქვს, აი, ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია. ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, რადგან ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით"-განაცხადა რატიანმა.

ამასთან, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის აზრით,  COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლის შექმნელის, თენგიზ ცერცვაძის მიმართ კრიტიკა მიუღებელია. 


"რაც შეეხება გამოსვლებს ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, „ტვინს მოუხმონ“, თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ. ძალიან ძნელია, ოთახში გამოკეტილები როცა გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს," - განაცხადა ლევან რატიანმა.