გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამეგრელოდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16 ანალიზის პასუხიდან ყველა უარყოფითია

21-04-2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, გუშინ სამეგრელოდან, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.

მისივე განმარტებით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 36 ადამიანი იმყოფება, ხოლო რეგიონი თვითიზოლაციას 174 პირი გადის, ამ პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაცია მოეხსნა 837 მოქალაქეს.


"რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, სასიხარულოა ის რომ ჩვენ 2 გამოჯანმრთელებული გვყავს, ზუგდიდის ინფექციურში ამჟამად არავინ გადის მკურნალობას. გვყავს ერთი ინფიცირებული, რომელიც ამჟამად მკურნალობს ბათუმში. რა თქმა უნდა ეს არის სასიხარულო, თუმცა არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, ვინაიდან საფრთხე ჯერ კიდევ არიდებული არ არის", - განაცხადა მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სასაფლაოების დახურვის შემდეგ, ტერიტორიაზე შესვლის კუთხით რაიმე სახის სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა. 

"გუშინ კი რეგიონის მასშტაბით საგანგებო რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის 7 პირი დაჯარიმდა, მათ შორის ერთ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების წესის დარღვევისთვის, მეორე კი საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესის დარღვევისთვის", - აღნიშნა მოწერელიამ.

პია