გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ამირან გამყრელიძე: მოვახერხეთ ის , რომ დღეს ისევ ზრდის მაჩვენებელი ყოველდღიურ 10 ახალ შემთხვევას არ სცილდება

21-04-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი მიღწევაა ის, რომ საქართველოში ინფექციის ზრდის მაჩვენებელი მაღალი არ არის. მისივე თქმით, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, რის გამოც მოდუნების უფლება არ გვაქვს.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.


"სამთვეზე მეტია, რაც ვებრძვით ამ გლბალურ გამოწვევას, რომელმაც ბევრ ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. მსოფლიოში ორი მილიონ ნახევარი ადამიანია დაინფიცირებული. ძალიან დაზიანებულია ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის წამყვანი დიდი ქვეყნები და თვითონ ჩინეთი, საიდანაც დაიწყო ეპიდემიური აფეთქება მსოფლიოში, ჩამოვიდა მერვე ადგილზე გავრცელების მაჩვეებლით.
საქართველომ, ჩვენ , სახელმწიფო, საზოგადოებამ, სამედიცინო პერსონალმა, მებაჟეებმა მოვახაერხეთ ის, რომ ჩვენთან ვირუისის გავრცელება არ არის მაღალი და მისი მაჩვენებელი არის გლუვი და ის არ გახდა ციცაბო. წინა კვირაში გვქოდა ნახტომისებური ზრდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ უმრავლესობამ რეკომენდაციები დაიცავით, მოვახერხეთ ის , რომ დღეს ისევ ზრდის მაჩვენებელი არ სცილდება ყოველდღიურ 10 ახალ შემთხვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ასევე საქართველო ერთ-ერთი დაბალია მთელ მსოფლიოში სიკვდიალიანობის მაჩვენებლით. მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. პანდემია ვრცელდება მთელ მსოფლიოში.
მომდევნო 2-3 კვირა მნიშვნელოვანია. როგორც იცით, პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს უკვე დაფიქსირდა შიდა გავრცელება. შიდა გავრცელებიდან დაწყებული მე-6, მე-8 კვირა ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულად. ამიტომ აპრილის ბოლო, მაისის დასასწისში მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა"-განაცხადა გამყრელიძემ.