გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ამირან გამყრელიძე: მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა, დარჩით სახლში

21-04-2020

დღეს ჩვენ შევედით მე-5 კვირაში, ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ არის მოსალოდნელი მომავალი 3 კვირის განმავლობაში ინფექციის შემთხვევების ზრდა.

„ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ უკვე შიდა გავრცელების შემთხვევები, როდესაც ჩვენ უკვე ვეღარ გავედით პირველწყაროზე შიდა გავრცელებიდან. ჩვენ ვიყენებთ და ვსწავლობთ ბევრი ქვეყნის გამოცდილებას და შიდა გავრცელებიდან დაწყებული მე-6-დან მე-8 კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს, ჩვენ შევედით მე-5 კვირაში, ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმორჩილესად, რომ ის მთავარი სლოგანი, რაც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში - დავრჩეთ სახლში, ის ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს. როდესაც ჩვენ პიკს გადავივლით, უკვე არსებობს გეგმა , თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა თანდათანობით ამ მდგომარეობიდან, როგორ უნდა გაიხსნას სივრცე ბიზნესისთვის, ჩვენი მუშაობისთვის, უმრავლესობისთვის, მაგრამ, თანდათანობით. ამის გეგმა წარმოდგენილი იქნება. ნახავთ, რომ იმ გამოცდილების მიხედვით, რომელიც უკვე გუშინ დაიწყო გერმანიამ, თანდათანობითი გამოსვლა, როდესაც უკვე დაღმავალ მრუდზე გადავიდა ყოველდღიური შემთხვევების. იგივე დაიწყო გუშინწინ ავსტრიამ, როდესაც დაღმავალ მრუდზე წავიდნენ. იგივე დაწყო ნორვეგიამ და მრავალმა ქვეყანამ. ამიტომ, ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ სწორად, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს ახლა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.