გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თავდაცვის სამინისტრო: ყაზარმულ რეჟიმში მყოფ სამხედროებს საფრთხე არ ემუქრებათ

21-04-2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას განცხადებით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედია საშუალებით ვრცელდება დეზინფორმაცია და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კოორდინირებულად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დროულად და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით მიეწოდება.

ინფორმაციის გავრცელება ხდება კოორდინირებულად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა შემთხვევას. აქვე მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო მკაცრად იცავს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და კანონს, შესაბამისად თავს იკავებს და არ ასახელებს კონკრეტული სამხედრო თუ სამოქალაქო პირის ვინაობას, რაც დემოკრატიული და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რამდენიმე კვირის წინ, კორონა ვირუსული ინფექციის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი დადასტურდა. საუბარია, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და დათხოვნაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეზე. ამის შემდეგ, თავდაცვის უწყებაში, სხვა ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ორივე შემთხვევაში ინფიცირების სავარაუდო წყარო უცხოურ კლასტერს უკავშირდებოდა.

აქვე განვმარტავთ, რომ დადგინდა მათთან კავშირში მყოფი ყველა კონტაქტი და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ სამხედროებს საფრთხე არ ემუქრებათ. დამატებით მოგახსენებთ,რომ ცალკეულ შემთხვევებში სამინისტრო, თავდაცვისუნარიანობის მიზნებისა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებიდან გამომდინარე პერსონალურ ინფორმაციას არ გაავრცელებს და სამომავლოდ შესაძლო შემთხვევების დაფიქსირების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვეობით გასცემს. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას“-ნათქვამია განცხადებაში.