გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თენგიზ ცერცვაძე: პიკი სადღაც ორ კვირაში, აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში იქნება

21-04-2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციის გავრცელების პიკი შესაძლოა ორ კვირაში იყოს.
ცერცვაძის თქმით, თუ საქართველო გადაურჩა ამ საშინელ ეპიდემიას, ექიმებთან და სახელისუფლებო ვერტიკალთან ერთად, ეს მედიის დამსახურებაც იქნება.



„მასმედია მუშაობს შესანიშნავად. მე არ მომბეზრდება, რომ უდიდესი პატისვიცემა გამოვხატო, თუ საქართველო გადაურჩა ამ საშინელ ეპიდემიას, აქ ექიმებთან და სახელისუფლებო ვერტიკალთან ერთად მედიის და შეიძლება ითქვას, უფრო მეტი მედიის დამსახურება იქნება. პიკი ისეთი რამეა, ასე კატეგორიულად ვერ მოთხოვ, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იქნება ორ კვირაში, შეიძლება იყოს სამ კვირაში. ასე ზუსტად გათვლა შეუძლებელია. მე ახლაც მგონია, რომ პიკი იქნება სადღაც ორ კვირაში, აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში. იმ პირობით, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ დავიცავთ რეკომენდაციები, შეზღუდვები და უსაფრთხოების ზომები თუნდაც იმ დონეზე, როგორც დღეს ვიცავთ. ეს არ არის იდეალური, მაგრამ დღეს როგორც ვიცავთ, ამ ფონზე პიკი იქნება მართლაც ორ კვირაში და დაახლოებით ერთი თვის მერე დაიწყება დაღმავალი ტალღა“,- გააცხადა ცერცვაძემ.