გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვოლსკი: ოკუპაციის რეჟიმი მოიხსნას და შემდეგ ვილაპარაკოთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე

21-04-2020

„არ ვიცი, რუსეთისთვის რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ეს განცხადება, რომ საქართველომ აღიაროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ფაქტობრივად, სამი საელჩო შედგეს იმ ტერიტორიაზე, რასაც საერთაშორისო სტანდარტით ჰქვია საქართველო - ეს აბსურდია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ჩვენ ველოდებით საკითხის პოლიტიკურ მოგვარებას. ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. ოკუპაციის რეჟიმი უნდა მოიხსნას და შემდეგ ვილაპარაკოთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და საელჩოს გახსნაზე. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ეს ფრენები. მოვა დრო, გაიხსნება მიმოსვლა სახელმწიფოთა შორის და ჩვენ მზად ვართ ამ თემაზე პოზიტიური პასუხი გავცეთ. მაგრამ რეალობაში, დღეს მსოფლიოს წინაშე სხვა გამოწვევა დგას და აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობების საკითხს, გიორგი ვოლსკის თქმით, ეს ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

„რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობების თემას, ეს არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოში, მაგრამ ის ფორმატი, რომელიც არსებობს სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონსულტაციებისა, რასაკვირველია, ეკონომიკურ საკითხებს ითვალისწინებს და მთავარი შემადგენელი ამ ფორმატისა არის ეკონომიკური საკითხები, რაზეც მსჯელობენ და გადაწყვეტილებებს იღებენ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​