გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: აქ საუბარია უმაღლეს სიკეთეზე - ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე

22-04-2020

„ჩვენ ერთი თვით ვაგრძელებთ საგანგებო მდგომარეობას. ამ ერთთვიან ვადაზეა მიბმული ჩვენი გეგმები ვითარების თანდათან შეცვლასთან დაკავშირებით. სანამ საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, მანამდე გარკვეული სფეროების გათავისუფლება დადგენილი შეზღუდვებისგან თანდათან მოხერხდება, რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი იმ პოზიტიური, ოპტიმალური სცენარით წავა, როგორც აქამდე მიდიოდა“, -განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ტვ „იმედის“ ეთერში. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგებისა და, ზოგადად, სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად იღებს.

შეზღუდვებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, რომ ევროპაში შეზღუდვები გაცილებით მკაცრია, ვიდრე საქართველოში. „ჩვენთან არის ბევრად უფრო რბილი შეზღუდვები გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ევროპის ქვეყნებში ფონი არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, ჩვენთან შესაძლებელი გახდა ნაკლებად მკაცრი შეზღუდვების შემოღება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეზღუდვა არის დისკომფორტი თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ამ შეზღუდვებს აქვს ძალიან მყარი საფუძველი და საფუძველი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ უარყოფითი სცენარის პრევენციას, რადგან აქ საუბარია არა სხვა ტიპის სიკეთეებზე, არამედ უმაღლეს სიკეთეზე - ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“ , - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი არა მხოლოდ ვადები, არამედ ისიც, თუ რომელი სფერო როდის უნდა გაიხსნას. „პრემიერი კვირის ბოლომდე გააკეთებს განცხადებას ამ გეგმასთან დაკავშირებით, როგორც ეკონომიკურ პაკეტთან, ასევე შეზღუდვების მოხსნის სავარაუდო გეგმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა. მისივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ასევე ეკონომიკურ საკითხებზეც.

„ეკონომიკური პაკეტი მოიცავს როგორც პირდაპირ ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებს (მაგ. ბიზნესის დახმარების, კომპანიების დახმარების ღონისძიებებს), ასევე ითვალისწინებს სოციალურ პაკეტს ჩვენი მოქალაქეებისათვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​