გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უკბილო აფთრები არიან

22-04-2020

„ყველა ობიექტური დამკვირვებელი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ხედავს, რომ პროცესები წარიმართება წარმატებით დღემდე და ასეც გაგრძელდება. ამისთვის მობილიზებულია „ქართული ოცნების“ გუნდი, ზოგადად, ხელისუფლება და ეს არის საერთაშორისო დონეზეც აღიარებული. მინდა, ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღვნიშნო მთავრობის და, კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს როლი, რომელიც დღე და ღამე მუშაობდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მობილიზებულიყო რესურსები ეკონომიკის სტიმულირებისა და სოციალური პაკეტის სრულყოფისთვის“, -განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ესა თუ ის პოლიტიკოსი ამ წარმატებულ პროცესში ხელისუფლებას ხელს არ შეუშლის.

„არანაირი რესურსი დახმარებისთვის მიხეილ სააკაშვილს არ გააჩნია. ვფიქრობ, რომ, სამწუხაროდ, მისი ქვეცნობიერი მიზანი თუ ცნობიერი მიზანი არის ორიენტირებული დესტრუქციისკენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობისთვის კონსტრუქციული პოზიცია არ არის ტაქტიკური თუ სტრატეგიული გადაწყვეტილება. „ეს არის მათი აფთრული ინსტიქტი, მაგრამ აფთარი შეიძლება საშიში იყოს, ისინი კი არიან არასაშიში აფთრები, უკბილო აფთრები, რომლებიც 8 წელია ნადირობენ, მაგრამ ვერაფერს მოინადირებენ და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამიტომ ამ დესტრუქციას ვუპასუხებთ იმით, რომ განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.