გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლალი ტურძელაძე: კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცის დაინფიცირების წყარო ბოლნისის კლასტერს უკავშირდება

22-04-2020

საქართველოში კორონავირუსით  გარდაცვლილი მე-5 პაციენტი 68 წლის მამაკაცია, რომელსაც   თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ. ამავე კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტს ძირითად დიაგნოზთან, კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. მისვე თქმით, მამაკაცის დაინფიცირების წყარო ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. 


"ჩვენთან გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 68 წლის, ბოლნისის კლასტერიდან, მამაკაცი, რომელიც ჩვენთან აპარატულ სუნთქვაზე იყო კარგა ხანია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან რეანიმაციაში 9 პაციენტი მკურნალობდა, აქედან 7 აპარატულ სუნთქვაზეა, სამი კრიტიკულ-ტერმინალურ მდგომარეობაში. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან და ამიტომაც მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა გულის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებში გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი განვითარდა სეპტიური შოკით და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ეს გართულება ახასიათებს ძირითადად ამ ვირუსს," - განაცხადა ტურძელაძემ.