გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თენგიზ ცერცვაძე: არავინ იხსნის პარაშუტს ვარდნის სიჩქარის შემცირებისთანავე, პარაშუტი უნდა მოვიხსნათ, როცა უკვე მიწაზე დავეშვებით

22-04-2020

არავინ იხსნის პარაშუტს ვარდნის სიჩქარის შემცირებისთანავე, პარაშუტი უნდა მოვიხსნათ, როცა უკვე მიწაზე დავეშვებით, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, რაც უფრო კარგად გაითვალისწინებს საზოგადოება შეზღუდვებს, მით უფორ ხანმოკლე იქნება ისინი.

„რაც უფრო მეტად შევიწუხებთ თავს და მეტად მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებს, მით უფრო ჩქარა მოვხსნით ამას. მე იმედი მაქვს, რომ შევაჩერებთ ეპიდემიას, თუნდაც მკაცრი ზომებით, ამ საგანგებო ზომებით ჩვენ გადავიტანთ პიკის პერიოდს ნაკლები დანაკარგით, ნაკლებად ციცაბო რომ იყოს ეს პიკი და უფრო პლატოს მაგვარი რომ იყოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყება.

საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 97 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge