გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ჩიქოვანი: მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ პიკის ეტაპს ქვეყანა მზად შეხვდეს

22-04-2020

ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია და მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ ქვეყანა მზად შეხვდეს პიკის ეტაპს.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილის 12:00 სთ-დან, 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც ეხებოდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გვინდა ავუხსნათ, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, შეზღუდვა და ყველა რეკომენდაცია ემსახურება მხოლოდ ერთს - მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც შესაძლებელია COVID 19-მა მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს. ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა.

დღეს სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების კიდევ ერთი ახალი ფაქტი და ჯამში 5 შემთხვევა. ასევე, საერთო ჯამში გვაქვს ინფიცირების 411 ფაქტი, აქედან ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დაბალი ციფრები განპირობებულია იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობით და დროულობით, რომელიც ჩვენ აქამდე გავატარეთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ციფრები შესაძლებელია, ოპტიმიზმში გადაითარგმნოს, მაგრამ როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები, ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ზოგადად, პრაქტიკა მიუთითებს, საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია და შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ პიკის ეტაპს და მაქსიმალურად ნაკლები მოქალაქე დასნეულდეს ახალი ვირუსით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მიუხედავად, ეტაპობრივად შემსუბუქდება შეზღუდვები, იმისათვის, რომ ყოველდღიური ცხოვრება და ეკონომიკური აქტივობები დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა მიმართეს პრეზიდენტს და პრეზიდენტმა წარადგინა ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში, რომ ერთი თვით გახანგრძლივდეს საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმის გათვალისწინებით, რომ გვექნება პოზიტიური და დადებითი დინამიკა, შევამსუბუქებთ შეზღუდვებს და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ეკონომიკური აქტივობები დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.