16-02-2018
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
რადიო "ათინათი"