გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე მარნეულში მიმდინარე აქციაზე: ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ „ნაცმოძრაობის“ ორივე განშტოების წარმომადგენლები, რომ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებდნენ

22-04-2020


„ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი. ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე მარნეულში მიმდინარე აქციას.


შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.


„ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომაროების გაგრძელებაზე, როდესაც საუბრობდა მთავრობის წარმომადგენელი, ამასობაში, მარნეულში, „ნაცმოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას, ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი. ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ“,- განაცხადა დეპუტატმა.​